Tuesday, July 18, 2017

დღე მეცხრე.
ძალიან საინტერესო დღე იყო.შევაჯამეთ განვლილი დღეების ნამუშევრები,გადავხედეთ პროექტის გეგმებს.თუ რამე შესასწორებელი იყო გავასწორეთ.გადავხედეთ ერთმანეთის ნამუშევრებს .მოვუსმინეთ პრეზენტაციებს.
გმადლობთ ქალბატონო მანანა ასეთი საჭირო და საინტერესო ტრენინგისთვის.

Monday, July 17, 2017

მერვე დღე
   დღეს დავასრულეთ პროცედურები.კრიტერიუმებს მივანიჭეთ წონები.ფასილიტაციისთვის შევქმენით googl ფორმები.შევქმენით გამოკითხვის ნიმუში.
გმადლობთ.  :)

Thursday, July 13, 2017

მეშვიდე დღე
   გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებას  მეექვსე მოდულში.გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.შევქმენით კითხვარი მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის.გავეცანთ მხარდაჭერის დოკუმენტებს .გავეცანით ხარაჩოების მნიშვნელობას და შევქმენით ფეიჯები და დავდეთ დრაივზე.დავამატეთ ვიდეოინსტრუქციების საიტი.დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და ძალიან საჭირო ინსტრუქციებს გავეცანით.

Tuesday, July 11, 2017

მეექვსე დღე
დღეს შევქმენით პროექტის  შეფასების რუბრიკა.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის ინდიკატორებზე.პროექტის მიზანთან შესაბამისობაზე,წონაზე.მივიღეთ რჩევები უკუკავშირის მნიშვნელობაზე და მეთოდებზე.
 ერთმანეთს გაუზიარეთ პროექტები და გავუკეთეთ კომენტარები

Thursday, July 6, 2017


დღე მეხუთე
გავეცანით სლაიდშოუს სტრუქტურას და  შევქმენით.გავითვალისწინეთ თითოეული პუნქტის შესაბამისობა ესგ მიზნებსა და შედეგებთან.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას და  ნებართვას რა შემთხვევაში შეიძლება ვინმეს ნაშრომის გამოყენება.სლაიდშოუს შექმნისას გამოყენებული მასალის და ფოტოების  მისამართები დავაკოპირეთ და შევინახეთ.შევინახეთ პრეზენტაცია.

Tuesday, July 4, 2017

დღე მეოთხე
  მართალია დღეს ცოტა დამაგვიანდა მაგრამ მაინც მოვახერხე იმის გააზრება რის შესახებაც იყო ლაპარაკი.გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში განხილულ  ხუთ მიზანს და ავირჩიეთ შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები.შევედით ბლოგზე და კომენტარი გაუკეთეთ კოლეგების რეფლექსიას.შევქმენით ახალი დოკუმენტი  მიზნების განსახორციელებლად რა ქმედებებია საჭირო იმის დეტალური აღწერისათვის.
  

Friday, June 30, 2017

მესამე დღე.
    დღევანდელი დღეც წინა დღეების მსგავსად  ძალიან საინტერესო იყო.ვიმუშავეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე.მიზნებსა და შედეგებზე.გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის განსხვავებას.გავეცანით მაღალი სააზროვნო უნარების ცხრილს და განახლებულ ბლუმის ტაქსონომიის ლექსიკონს.
  მადლობა დღევანდელი დღისთვის .